კოლუმბიაში, ბრინჯის ქარხანაში მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა კოლუმბიაში, ბრინჯის ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ რადიოსადგური La FM იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა მოხდა პუერტო ლოპესის მუნიციპალიტეტში. ბუნკერი, რომელშიც 100 ტონაზე მეტი ბრინჯი იყო, მუშებს დაეცა. ხუთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად