კოლუმბიაში 300 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინის პარტია ამოიღეს

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა კოკაინის 300 მილიონი დოლარის ღირებულების პარტია ამოიღეს, რაც ამ წელს რეკორდული მაჩვენებელი გახდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში ორი ნარკოლაბორატორია განადგურდა.

პოლიციის ცნობით, ამოღებული კოკაინის წონამ 10 ტონა შეადგინა.

ათწლეულების განმავლობაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, კოლუმბია მსოფლიოში კოკაინის წამყვან მწარმოებელად რჩება, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი ზეწოლას აწყდება, რომელიც ნარკოტიკების მთავარი ინგრედიენტის, კოკას მოსავლის შემცირებას ითხოვს.

ნარკოტიკებით ვაჭრობა კოლუმბიაში არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების დაფინანსებას ეხმარება, ეს კი შიდა შეიარაღებული კონფლიქტს აღრმავებს, რომელმაც 260 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები
იტვირთება...