კოლორადოში ცხენ-ირემს კისერზე ორი წლის განმავლობაში ჩამოკიდებული საავტომობილო საბურავი მოაშორეს (ვიდეო)

კოლორადოს ველური ბუნების დაცვის ოფიცრებმა ამ კვირის განმავლობაში განხორციელებული მეოთხე ცდის შემდეგ ცხენი-ირემის კისერზე ჩამოკიდებული საავტომობილო საბურავის მოხსნა შეძლეს

შაბათს, 10 ოქტომბერს, დენვერიდან სამხრეთ-დასავლეთით, პაინ-ჯანკშენის მახლობლად ოხწლინახევრის 270 კგ-იანი მამალი ცხენ-ირემი კოლორადოს ველური ბუნების დაცვის ოფიცრებმა კვირის განმავლობაში განხორციელებული მე-4 მცდელობის შემდეგ მოიხელთეს და დააძინეს და კისერზე ჩამოკიდებული საავტომობილო საბურავისგან გაათავისუფლეს.

ველური ბუნების დაცვის ოფიცრებმა სავტომობილო საბურავში არსებული ფოლადის გაჭრა ვერ შეძლეს და იძულებულები გახდნენ ცხენ-ირემის ხუთქიმიანი რქები მოეხერხათ.

ცხენ-ირემი, კისერზე ჩამოკიდებული საავტომობილო რქებით,   პირველად 2019 წელს, რქასქელ ცხვრებზე (თოვლის ცხვრებზე) და გარეული თხებზე დაკვირების პროცესში, ბუნებაში განთავსებული კამერებით დააფიქსირეს ველური ბუნების დაცვის ოფიცრებმა და მას შემდეგ ცდილობდნენ მის მოხელთებას და კისერზე ჩამოკიდებული ტვირთისგან გათავისუფლებას.

კომენტარები
იტვირთება...