კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

„როგორც კი პალიასტომის ტბაზე გამოვლინდა თევზების დაღუპვის ფაქტი, მივმართეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ვერ ვიტყვით რა შეიძლება იყოს მიზეზი, ძირითადად კეფალის სახეობაა გამორიყული, გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებათ, ყველაფერს ლაბორატორიული შემოწმება დაადგენს“ – აცხადებს კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენელი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად