„კოლხეთი 1913″-ის გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობის და სპონსორის გადაყენებას ითხოვენ

ფოთის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ გუნდის ხელმძღვანელის, ასევე სპონსორის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, „კოლხეთი 1913″-ში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა, სწორედ კლუბის ხელმძღვანელობის ბრალია, რადგან დაკისრებულ მოვალებას თავს ვერ ართმევენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვითარებაში გასარკვევად დრო ითხოვეს.

“შევხდით გუნდის წარმომადგენლებსა და ქომაგებს. მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში დავგეგმავთ შეხვედრას გუნდის დირექტორთანაც. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი სპონსორობისა, შევაჯერებთ ამ პოზიციებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას.”- აღნიშნა ჟურნალისტებთან ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

თავად გუნდის ხელმძღვანელი შეხვედრაზე არ გამოჩენილა. ფეხბურთელები და გულშემატკივრები, მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროტესტის ზომებით იმუქრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...