კოლეჯის სტუდენტი ქვედატანის ჩაცმაზე უარის თქმის გამო გარიცხვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა

რუსეთში შარვლის ნაცვლად ქვედატანის ჩაცმაზე უარის თქმის გამო კოლეჯის სტუდენტი გარიცხვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

შემთხვევა ჩელიაბინსკის პროფესიონალურ კოლეჯში მოხდა. კოლეჯის სარკინიგზო განყოფილების მე-2 კურსის სტუდენტი გოგონას დედის თქმით, ზამთრის დადგომისას მშობლებმა სტუდენტთა ჩაცმულობის ფორმის შესახებ დააყენეს საკითხი და ადმინისტრაციამ გოგონებს შარვლის ჩაცმის ნება დართო.

მოგვიანებით განყოფილების დირექტორმა სერგეი სმაროდინმა უკმაყოფილების გამოხატვა და სტუდენტების შევიწროება დაიწყო. 4 თებერვალს, კოლეჯში გამართული საზეიმო მოწყობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას კლასიკური ტანსაცმელი ეცვა, სმაროდინმა იგი საჯაროდ გაკიცხა და კოლეჯიდან გარიცხვით დაემუქრა.

5 თებერვალს სმაროდინმა სტუდენტი გოგონას დედას დაურეკა, უხეშად დაელაპარაკა და კოლეჯში დაიბარა. “ერთადერთი პრეტენზია იყო, რომ ლიზა შარვლით დადის და მას ამის ნება არ დაურთავს. და ყოველ წუთს ხაზს უსვამდა, რომ ლიზა მის პირად მოთხოვნებს, არ ასრულებდა, ეს მოთხოვნები კი არსად არაა გაწერილი”, – განმარტავს ლიზას დედა.

ჩელიაბინსკის ოლქის პორტალ 74-ის ცნობით, სტუდენტის დედასთან საუბარში სმაროდინმა თავისი მოთხოვნა იმით ახსნა, რომ კოლეჯში ბიჭები არიან და ისინი გულგრილად ვერ უყურებენ შემოტმასნილ შარვლებში გამოწყობილ გოგონებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად