კოკი იონათამიშვილი: ვთხოვთ ჯანმოს, ჩატარდეს მეცნიერული კვლევა, თუ რა სახის საკვების მიღებას შეუძლია უფრო დიდი დადებითი ეფექტის გამომუშავება

“ჩვენ ვთხოვთ მას (ჯანმოს), რომ ჩატარდეს რაიმე მეცნიერული კვლევა, რომელიც უფრო მეტ არგუმენტს მისცემს ადამიანებს, ჩვენ, ქართველებს და ნებისმიერს, თუ რა სახის საკვების და მედიკამენტის მიღებას შეუძლია უფრო დიდი დადებითი ეფექტის გამომუშავება”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველო – 3 ზღვის” დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი “რუსთავი 2”-თან აცხადებს.

“ორი სიტყვით რომ ვთქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციაზე, ყველამ ვიცით, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნაკლები ალკოჰოლი, თამბაქოს საბოლოოდ აკრძალვა და ჯანსაღი პროდუქტის მიღება, ეს თითქოს გასაგებია, მაგრამ აქ არის ბევრი მეცნიერული ასპექტი, რომელიც პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ დადებითი ეფექტის მოტანა ამას შეუძლია ძალიან მყისიერად. ჩვენ დავსვით ამის შესახებ შეკითხვა, თუ რა შედეგს იძლევა ჟანგბადით მდიდარი საკვების მიღება და ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მენეჯმენტმა პასუხი გაგვცა, რომ ამას სრულიად დადებითი შედეგი ექნება, მაგრამ ჩვენ ვთხოვთ მას, რომ ჩატარდეს რაიმე მეცნიერული კვლევა, რომელიც უფრო მეტ არგუმენტს მისცემს ადამიანებს, ჩვენ, ქართველებს და ნებისმიერს, თუ რა სახის საკვების და მედიკამენტის მიღებას შეუძლია უფრო დიდი დადებითი ეფექტის გამომუშავება. მათ გვითხრეს, რომ 10-დან 9 ადამიანი ისეთ ჟანგბადს იღებს, რომელიც არის დაბინძურებული და ამას დიდი ეფექტი აქვს, მაგრამ რაღაც მოდელის შექმნას სჭირდება კვლევა, რომელზეც ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ კვლევას ჩაატარებს და ეს იქნება ერთ-ერთი გამოსავალიც იმ ჩაკეტილი სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით”, – აცხადებს კოკი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად