კოკა-კოლა “იუვენტუსის” ოფიციალური პარტნიორი გახდა

გამაგრილებელი სასმელების ბრენდი კოკა-კოლა მსოფლიო ფეხბურთის გრანდის ტურინის “იუვენტუსის” პარტნიორი გახდა.

“კოკა-კოლა და “იუვენტუსი” ერთად”, – წერია იუვენტუსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ “ამ ორ სახელს იუვენტუსსა და კოკა-კოლას წარდგენა არ სჭირდება”.

კოლა-კოლა იუვენტუსის პარტნიორი შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში იქნება და მათი პარტნიორობა იტალიის ტერიტორიაზე გავრცელდება.

კოკა-კოლას სპორტთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებს. მაგალითად FIFA-ს ეგიდით ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან 1974 წლიდან პარტნიორობა აკავშირებს, ხოლო UEFA-ს ევროპული ფეხბურთის ჩემპიონატებთან 1988 წლიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად