კობიაშვილი: ვეცდებით, ფოთში სტადიონთან დაკავშირებული პრობლემა მოკლე ვადებში მოგვარდეს

ფოთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა. ის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც წლების მანძილზე მოუგვარებელი ინფრასტრუქტურის გამო, ბავშვებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ვარჯიში.

ლევან კობიაშვილი სკოლის მწვრთნელებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაცია უახლოეს მომავალში, სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მოედნის ახალი საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის არსებული მდგომარეობა კარგად არის ცნობილი, რადგან არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ვიცით, რომ ყოველი წვიმის დროს მოედანი იტბორება და ბავშვებს ვარჯიშის საშუალება არა აქვთ.

ყველანაირად ვეცდებით ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეს პრობლემა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოგვარდეს და ბავშვებმა მაღალი ხარისხის, ხელოვნურ საფარიან სტადიონზე შეძლონ ვარჯიში“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად