კობიაშვილი ცქიტიშვილს: ზუგდიდის სტადიონის პროექტი თავიდანვე არასწორად დაიგეგმა

ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრისგან ელოდება ბოლო ინფორმაციებს რა ხდება ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით.

“ზუგდიდის სტადიონის პროექტი თავიდანვე არასწორად დაიგეგმა. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირველი ნაწილი დასრულებულია, მაგრამ ჩემი ბოლოს ყოფნის შემდეგ და ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობის შემდეგ, ხარვეზები დაფიქსირდა, რაც საბოლოო ჯამში უნდა გამოსწორდეს და ასევ ჩემი ინფორმაციით, მეორე ეტაპი როცა დაიწყება, ყოველ შემთხვევაში გავქვს ინფორმაცია, არ ვიცი რამდენად სწორია, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდება.

ჩემთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიკავშირდებიან და მეკითხებიან ამ სტადიონთან დაკავშირებით. სამწუხაროა, როგორც მოხდა თავიდან, ვისურვებდი მომავალში, ალბათ თემატურად, ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციაზე ვსაუბრობ, თავიდანვე იყოს ჩართული და თავიდანვე ავირიდოთ ასეთი პრობლემები.

გთხოვთ, თქვენი ჩართულობით, ან ნებისმიერი თქვენი წარმომდგენლით, ვისაც გამოყოფთ , ადგილზე ჩავიდეთ, ასევე ვთხოვ კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომ მივხედოთ ამ საკითხს. პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი დასრულდეს, ქვეყნისთვის და არა მარტო რეგიონისთვის.” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად