კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩარჩენილ მძღოლებს საკვები დაურიგდათ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება მესამე დღეა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.

დღეს, 9 თებერვალს, დაბა ჟინვალთან გაჩერებული მგზავრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მოინახულა და მათ ცხელი საკვები და წყალი მიუტანა. ავტომანქანების მძღოლებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად