კობი-გუდაურის ახალი 7 კილომეტრიანი საბაგირო გაიხსნა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რეგიონალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნეს. როგორც მაია ცქიტიშვილმა გახნის დროს აღნიშნა, ახალი საბაგირო ნაგებობა კობსა და გუდაურს ერთმანეთთან აკავშირებს.

“ნამდვილად რთული და მნიშვნელოვანი ნაგებობაა, ეს არის 7 კილომეტრიანი საბაგირო, 111 გონდოლაა, რომლის გამტარუნარიოანობაც არის ძალიან მაღალი”, – განაცხადა მინისტრმა.

პრემიერი აცხადებს, რომ ეს საბაგირო გზა კიდევ უფრო გაფართოვდება და სტეფანწმინდასაც დაუკავშირდება.

“გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით შეხვდა, მაგრამ ეს პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. აღნიშნული პროექტის რეალიზაციით ჩვენ შევძლებთ კობის გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...