კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი დაიღუპა

ვერტმფრენში კობი ბრაიანტთან ერთად მისი ქალიშვილი იმყოფებოდა

უკანასკნელი ცნობების თანახმად, ვერტმფრენში, რომელმაც კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა, ლოს-ანჯელეს “ლეიკერსი” ლეგენდარული კალათბურთელი თავის 13 წლის ქალიშვილ დიანასთან ერთად იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფა კვირას, დილის სათებში მოხდა. კობი ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენში სულ 5 კაცი იმყოფებოდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად ნისლი სახელდება, თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს, რომ უშუალოს აფრენის წინ ვერტმფრენის ძრავის უწესრიგობა შეიმჩნეოდა.

ვერტმფრენში მყოფი სხვა მგზავრების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ამბობენ, რომ კობის მეუღლე ვანესა მგზავრებს შორის არ იმყოფებოდა. კობის და ვანესას ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ – დიანა, ნატალია, ბიანკა და კაპრი.

41 წლის კობი ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. ის “ლეიკერსის” რიგებში 20 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 5-ჯერ – 200, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში იყო ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად