ლოს-ანჯელესში, დაღუპული კალათბურთელის კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ჯიანა მარი-ონორეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.
ცერემონია 24 თებერვალს ჩატარდა, ვინაიდან კობი ბრაიანტის ნომერი სწორედ 24 იყო. კობი ბრაიანტი 26 იანვარს, ლოს-ანჯელესის შორიახლოს, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად იყო მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 9 ადამიანი. ისინი 7 თებერვალს დაკრძალეს.