კობერიძე: ვანო მერაბიშვილი არანაირად არ არის ნელსონ მანდელა

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ  მისთვის მიუღებელია, როგორ შეიძლება ვანო მერაბიშვილი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე, ისევ საჯარო პოლიტიკაში იყოს წარმოდგენილი.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი გატეხვა სურდა, თუმცა, ეს ვერ შეძლო.

„ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში აპირებს ყოფნას და მასთან მოხვდება ვანო მერაბიშვილი, დამძიმდება იმ დანაშაულებით, რომელიც მერაბიშვილს წინა რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად აქვს ჩადენილი. მას კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტის და ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებულ დანაშაულებზე ჰქონდა ბრალი მისჯილი. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია, ასეთი ადამიანი ან თვითონ როგორ პოულობს თავის თავში იმის ძალას, რომ თურმე კიდევ საჯარო პოლიტიკაში უნდა იყოს წარმოდგენილი. მე მგონია, რომ საზოგადოება ამაზე უნდა შეთანხმდეს, რომ ასეთი დანაშაულების შემდეგ, ადამიანები ვეღარ უნდა ბრუნდებოდნენ საჯარო სივრცეში. ვანო მერაბიშვილი არანაირად არ არის ნელსონ მანდელა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე შეფასებით, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, ეს მათი მხრიდან დანაშაულია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად