კობერიძე ტელევიზიების დავალიანებებზე: ხალხის მოპარული ფული ხელისუფლების პროპაგანდაზე იხარჯება

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ტელევიზიების დავალიანებების კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფულით ვითომ ექსპერტები და ა. შ. იღებენ ხელფასებს.

კობერიძე თანამოაზრე რამდენიმე დეპუტატთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

“იცით, რომ გახარიას მე პირდაპირ ვუთხარი, თქვას ვინ არის პასუხისმგებელი პირი ამაზე, ის მიუბრუნდა ფინანსთა მინისტრს და უთხრა, რომ დროა ეს თანხები მობილიზებული იყოს და შევიდეს ბიუჯეტში. მაშინ გახარიამ პირდაპირ აირიდა ეს თემა და გადაამისამართა ფინანსთა მინისტრთან და ამიტომ ვიბარებთ პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, თორემ გახარიას დავიბარებდით. აქ საუბარი არის ადამიანების ფულის პირდაპირ შეხვრაზე ბიუჯეტიდან.

55 მილიონი ამ წუთას არ არის ბიუჯეტში და ეს თანხა რომ იყოს ბიუჯეტში, შესაძლებელი იქნება იმ პრობლემების გადაჭრა რასაც ვაყენებ ხოლმე, მაგალითად ჯანდაცვაში, შშმ პირებისთვის და ა. შ. რაზეც მეუბნებიან ხოლმე რომ თანხა არ არის ბიუჯეტში. აგერ დევს 55 მილიონი, რომელიც ამოსაღებია. ეს არის ბიუჯეტის ძარცვა და ხალხის ფულით იცით რას შვრებიან? მექანიზმი იცით რა არის? “რუსთავი 2”-ის და ახლა “იმედის” გარშემო რაც ხდება, მაშინ “ნაციონალების” და ახლა “ოცნების” მხრიდან რაც ხდებოდა და ხდება არის ის, რომ ეს ტელევიზიები ისევ ხელისუფლების პროპაგანდისთვის გამოიყენება, თორემ ეს რომ მედიის განვითარებისთვის კეთდებოდეს კიდევ რაღაცას იფიქრებდა ეს ადამიანი. ამ ფულით ამ ტელევიზიებში გაფორმებული უამრავი ადამიანი ხალხის ჯიბიდან მოპარული ფულიდან ადამიანი იღებს ხელფასებს, ჟურნალისტებზე არ ვსაუბრობ, ვითომ ექსპერტები რომ არიან, აი ამ ადამიანებისთვის სჭირდებათ ეს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად