კობერიძე: შევარდნაძისდროინდელ პროკურორს, მეთოფიშვილს შევახსენებ, გამოთქმით წაიკითხოს ახალი კონსტიტუცია

ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე იუსტიცის უმაღლესი საბჭოს სერგო მეთოფიშვილს დღეს გაკეთებულ განცხადებას.

“შევარდნაძისდროინდელ რაიონულ პროკურორს, მეთოფიშვილს შევახსენებ, რომ დამარცვლით და გამოთქმით წაიკითხოს ახალი კონსტიტუცია, რომლის შემუშავებასა და მიღებაშიც, ჩემს კოლეგებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა და ეს კონსტიტუცია მოსამართლეს ავალებს დაიცვას ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.

პატივცემული მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა – აკეთებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს, არღვევს მოსამართლის ეთიკას და უპატივცემულოდ მიმართავს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს. ასეთი ფორმით მიმართვა ნებისმიერი პარლამენტარისადმი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაცაა. ბატონ მეთოფიშვილს კი, რომელიც პოლიტიკურ დავაში შემოდის და როცა ჩემს პოლიტიკურ განცხადებებს კონსტიტუციის მუხლებით პასუხობს, ვურჩევ, იმ მუხლსაც ჩახედოს, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გადადება 2024 წლამდე შეუძლია. ცვლილებების ამ ნაწილს ვენეციის კომისიაც იწონებს, ვინაიდან სასამართლო სისტემის გაჯანსაღებამდე, ჩვენ შეგვიძლია სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება, რომელიც სწორედ 2024 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. დღევანდელი ვითარებაც აჩვენებს, რომ დასაჩქარებელია სასამართლო სისტემის რეფორმირება და მასში სისტემაში რეპუტაციაშეულახავი პროფესიონალი მოსამართლეების დამატებაა საჭირო, რომელთა მიმართაც მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება. პატივცემულო მეთოფიშვილო, საკუთარი თავის, ხალხისა და პარლამენტის დაცინვა კი სწორედ ის არის, რომ იუსტიციის საბჭომ, საახალწლო სუფრის პროდუქტების სიასავით ჩამოწერა უვადო მოსამართლეების სიაც და პარლამენტში შემოაგდო დასამტკიცებლად. ეს საბჭო ამ ფორმით და შემადგენლობით დიახ, დასაშლელია ან სულ ცოტა კონფიგურაცია შესაცვლელი, რასაც პროცედურულად, კონსტიტუციის ცვლილება და პარლამენტის შეადგენლობის 3/4 სჭირდება, რათა ამავე პარლამენტმა გაასწოროს საკუთარი და წინამორბედების შეცდომები სამართლიანი სასამართლო არის ხალხის მოთხოვნა და ხალხია ნება არის უზენაესი!”, – ნათქვანია კობერიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სერგო მეთოფიშვილის “კურიერთან” განაცხადა.

„სია წარდგენილია ყველა ნორმის დაცვით, სია წარდგენილია კანონმდებლობის დაცვით, აქედან გამომდინარე პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეს სია. ვინაიდან ეს საკითხი მუსირებს, უნდა გაწვეული იქნას და საბჭომ გამოიწვიოს ეს სია, თუ ასეთი საკითხი დადგება საბჭოზე მე პირადად მხარს არ დავუჭერ.

“ვინც ამას ებრძვის, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ალბათ ზუსტად ესაა დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მაგალითად კობერიძემ თქვა, რომ უნდა ჩამოვართვათ საბჭოს ეს ფუნქციაო და თავად პარლამენტმა დანიშნოსო.

“ბესელია, გოგიჩაიშვილი – ამ პოლიტიკოსებმა ვერ გაუძლებს ცდუნებას, რომ სასამართლო გახადონ თავის ჯიბის სასამართლო, აბა რა ამოძრავებთ, პოლიტიკა რატომ უნდა ჩაერიოს სასამართლოს დაკომპლექტებაში? საერთოდ, ბესელიას და მისნაირებს არ აინტერესებთ არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არც საკუთრი ქვეყნის კონსტიტუცია, ცდუნება, მცდელობა აქვთ,რომ დააკომპლექტონ თავად მორჩილი ადამიანებით სასამართლო”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...