კობერიძე სააკაშვილზე: იმ “მაოხრებელ გზირს” ვინმემ ურჩიოს, დადუმდეს – მაგის დროს ფინაჩურად რომაა ნაკეთები ყველაფერი

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე წერს.

„ეს არის გაუქმებული ჯავშნების მიმოწერა, გუდაურში ტურიზმის მიმართულებით როგორ ზარალობენ რეალურ თანხებს ჩვენი მოქალაქეები!!! ვინ აუნაზღაურებს მათ ამ ზარალს???

დანარჩენი არის ბლა ბლა ბლა, რომელიც უკვე ყელშია ამოსული… მთავრობამ ატაროს ეხლა ლამაზი, გაპრანჭული, “პაკაზუხა” პრ თათბირები და შეხვდეს ზამთრის სეზონს, როგორც “მთის კურორტებს შეეფერება”… წყალმომარაგების კომპანიამ კიდევ ავრცელოს თავის გასამართლებელი გალამაზებული პრესრელიზები… რედკომ კიდევ არეკლამოს ნიუ გუდაური და ყიდოს ამაყად… წარმომიდგენია, ესეთი რამ მომხდარიყო ავსტრიის ნებისმიერ ზამთრის კურორტზე სეზონის დასაწყისში, ზოლდენში, იჟგლში, რა მოხდებოდა (სეზონის დასაწყის ძალიან მნიშვნელოვანია) ეს რომ ბუნების რაიმე სტიქია ყოფილიყო კიდევ მესმის…

ეს საკითხი უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი!!! დამნაშავემ და ასევე უნდა აუნაზღაუროს ზარალი ყველა ესეთ დაზარალებულს!!! (არა ბიუჯეტის ხარჯზე – მთავრობა ბაბუამისის დანატოვარივით რომ არიგებს ხოლმე თანხებს ხშირად).

სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, შესაბამისი სტრუქტურების სრული პასუხისმგებლობით, როდიდან იქნება გარანტირებულად გამოსწორებული სიტუაცია წყალთან დაკავშირებით, რომ ტურისტების შემდეგმა ნაკადებმაც არ გააუქმოს ჯავშნები!!!

პს. ის საქართველოდან გადახვეწილი “უკრაინის მოქალაქე მაოხრებელ გზირს” კიდევ ვინმემ ურჩიოს დადუმდეს რა – მაგის დროს რომ ფინაჩურად და ფასადურადაა ყველაფერი, მათ შორის წყლის სისტემაც გუდაურში გაყვანილი და ფული ნაპარი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაში, იმიტომაც ხან სად სკდება ეს მილები და ხან სად“, – წერს ლევან კობერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად