A1 ბანერი

კობერიძე: სააკაშვილი აბინძურებს პოლიტიკურ ველს, თუ გაიწევა მეტ ძალას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“მე ჟურნალისტებთან საუბრისას პრაქტიკულად არ ვახსენებ არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც სააკაშვილს. იცით რატომ არ ვახსენებ? იმიტომ, რომ ადამიანების გონებაში ის არის უკვე არის წარსულის სამწუხარო აჩრდილი. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად გავაკეთებთ ამას, მით უკეთესად ავსახავთ რეალობას. ეს ადამიანი არის მაოხრებელი გზირი. ის პოლიტიკურ ველს აბინძურებს ისევ და ისევ სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ის თუ გაიწევა პოლიტიკური ველიდან, მეტ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება, რომ თავი გამოავლინოს, თუმცა სააკაშვილს აქვს მცდელობა რომ არ გაიწიოს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...