კობერიძე: რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიწყოს შემოწმებები

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

“რადგან დამთავრდა რთველი, თავს უფლებას მივცემ ჩემი ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ საქართველში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, როგორც იყო წელს, არამედ 1.50 თეთრი. ეს არ არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზრუნავი თემა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს და​ მთელი ამ მთავრობის   საზრუნავი თემა.
მარტივად გეტყვით, როდესაც რესტორნებში არის ფალსიფიცირებული ღვინო, რომელიც ღირს 4-5ლარი, ანუ ყურძნისგან არ არის დამზადებული.
პირდაპირ ვამბობს, რესტორნებში იყიდება ფალსიფიცირებული ღვინო და მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიწყოს შემოწმებები. რადგან, შემოწმდება თუ დაიწყება, რეალურად გლეხს ყურძენს ხელიდან წაართმევენ. ეს არის მთავარი თემა, ამას უნდა მიხედოს დღეს ხელისუფლებამ და არა ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარის გამოყოფას სუბსიდირების სახით რქაწითელის ყურძნის შესასყიდად”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად