კობერიძე: ქობულიას განცხადებაზე, პრემიერმა და ახლანდელმა მინისტრებმა განმარტება უნდა გააკეთონ

ასეთი შეფასება მისცა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გაკეთებულ განცხადებას.

“როცა ეკონომიკის მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნისას აცხადებს, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა შეუძლებელია, მისი დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ 9% ზრდა, რაც ფაქტობრივად გაორმაგებაა, შესაძლებელი იყო ბარიერების არარსებობის შემთხვევაში. ამიტომ ახლა ვალდებულია დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი, რადგან ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ახლანდელმა მინისტრებმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთონ განმარტებები ამ საკითხზე.

– ვიდრე მინისტრი დაინიშნება, პარლამენტში მინიმუმ შესაბამის კომიტეტებში უნდა ხდებოდეს მათი ხედვების ღიად და გამჭვირვალედ გაცნობა და დამტკიცება

– აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა მოუსმინოს ეკონომიკის კომიტეტმა ქობულიას”, – წერს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ  Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  “მე მინდოდა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიმეღო და ამის საშუალება ბოლომდე არ მქონდა. რაც შეეხება მუხრუჭს, დიახ ვიყავი მუხრუჭი საკითხებში რომელიც მიმაჩნდა რომ არ იყო სწორი.”

ცნობისთვის 2019 წლის 18 აპრილ გიორგი ქობული პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრად 8 თვე იმუშავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად