კობერიძე: პრემიერმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ ტრაგედიაზე, რაც პარლამენტის წინ განვითარდა

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ის ინფორმირებული არ იყო 20 ივნისს სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლის თაობაზე.

“ქვეყნის პირველი პირი სიტუაციას უნდა ფლობდეს, მითუმეტეს, როდესაც ის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება. თუკი ეს ასე არ ხდება, სხვა ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე”. – განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერმაც უნდა აიღოს.

„ქვეყნის პირველი პირი სიტუაციას უნდა ფლობდეს, მითუმეტეს, როდესაც ის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება. თუკი ეს ასე არ ხდება, მე მგონი სხვა ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. გახარიას გადადგომა- არ გადადგომა უკვე საინტერესოც აღარ არის, მე მგონი, აქ უბრალოდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ყველამ, ვინც უნდა გადადგეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ მოვლენასა და ტრაგედიაზე, რაც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისათვის: დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

„არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა ინფორმირებული აქციის დაშლის შესახებ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მყისიერად მიიღება და ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...