კობერიძე: ხელისუფლება სულ ვიღაცას აბრალებს რაღაცას, მათი ბრალი არაფერია

ამის შესახებ საპარლამენტო  ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებს განუცხადა აშშ კონგრესმენებისა და სენატორის წერილის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების კომენტირებისას.

მისი თქმით, განცხადებები, რომ მსგავსი კრიტიკა ოპოზიციის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის დამსახურებაა, არაკომპეტენტურია.

„ქვეყანას ჰყავს საელჩო, ელჩის მოვალეობა სხვა არაფერია თუ არა მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება. ხელისუფლება სულ ვიღაცას აბრალებს რაღაცას, ეს არის მათი ჩამოყალიბებული კრედო, რომ მათი ბრალი არაფერია. ამიტომ მსგავსი ტიპის განცხადებები არაკომპეტენტურია და შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ მათ რაღაც ბოლომდე არ იციან, ან კარგად ვერ გაერკვნენ, ან მოტყუებული არიან. როცა 21- ე საუკუნეში ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს და როცა ეს ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობაა,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად