კობერიძე: გახარია მგონი, დაიღალა წერილების მიღება-გაგზავნით და ალბათ, ცოტა ხანში აღარ იქნება პრემიერი

ამის შესახებ საპარლამენტო  ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის, კრის სოჩას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„სახელმწიფო ძალაუფლება დღეს გამოიყენება ხელისუფლების მხრიდან სწორედ კონკრეტულად თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, გამოიყენება კორუფციული სქემების განხორციელებისთვის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის ის სამი ძირითადი თემა, რომლის გამოც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო გაკეთებული მისი მხრიდან,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისათვის: აშშ-ის საელჩომ საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის კრის სოჩას ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ სენატის კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად