კობერიძე: “დამოუკიდებელი დეპუტატები” ვემიჯნებით ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევის პროცესს

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენი ფრაქცია, “დამოუკიდებელი დეპუტატები” ბოიკოტს ვუცხადებთ დღევანდელ საპარლამენტო სხდომას და ვემიჯნებით ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევის პროცესს” – წერს ლევან კობერიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს დღეს უყრიან.

ცნობისთვის: საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეარჩია.

შეგახსენებთ: ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.

დაკავებული თანამდებობა ირაკლი შოთაძემ შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად