კობერიძე 20 ივნისის მოვლენებზე: ამ გამოძიების მიმართ ნდობა ჩემი მხრიდან არის ნულს ქვემოთ

“ამ გამოძიების მიმართ ნდობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან არის ნულს ქვემოთ,“ – ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატმა, ლევან კობერიძემ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შეფასებისას გააკეთა.

“ვხედავ, რომ არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ სხვა საქმეებზეც, რომელიც ძალიან აქტუალურია საზოგადოებაში, პრაქტიკულად ვერანაირ შედეგებს ვერ ვიღებთ გამოძიებისგან. მე მგონი, დროა რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს პროცესები საბოლოო ჯამში არაფერს არ მოგვიტანს გარდა იმისა, რომ უბრალოდ დროს დავკარგავთ ყველანი ერთად და დროა, რომ ყველა ერთად, საზოგადოება კონცენტრირებული იყოს 2020 წლის არჩევნებზე და იქ მიღებული შედეგის შემდეგ უკვე დადგეს მერე ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც აჭიანურებდა, არ იძიებდა ან კანონდარღვევით იყო დაკავებული,“ – განაცხადა კობერიძემ “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად