კობახიძე: ზურაბიშვილს შეუძლია საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი გახდეს

"სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი და მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე."- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მის სახელს უკავშირდება საქართველო და რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმე წლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად. 

ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებთ.

ქალაბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი."-განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად