კობახიძე: ვეთანხმები გიგა ბოკერიას, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ

„ახლა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ბევრად მაღალი კონსოლიდაციის დონეა, საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან პარლამენტში და ესაა ის მუდმივი პროგრესი, რომელსაც ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან და ქართული პოლიტიკური სისტემის სხვა მონაწილეებთან ერთად ვაღწევთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა-2018“-ზე განაცხადა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას ირაკლი კობახიძემ ქართული პოლიტიკური სისტემისა და მისი კონსოლიდაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სისტემა ერთად იდგეს.

"ქართული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. 2016 წელს წინააღმდეგობრივი არჩევნები გაიმართა, ბევრ რადიკალურად წინააღმდეგობრივ პოლიტიკურ პარტიას შორის. ახლა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ბევრად მაღალი კონსოლიდაციის დონეა. საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან პარლამენტში და ესაა ის მუდმივი პროგრესი, რომელსაც ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან და ქართული პოლიტიკური სისტემის სხვა მონაწილეებთან ერთად ვაღწევთ. უნდა აღინიშნოს, რომ მივიღეთ ერთობლივი რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომელსაც მხარი დაუჭირეს ჩვენმა კოლეგებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. ასევე, მივიღეთ ორპარტიული რეზოლუცია რუსული ოკუპაციის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სულ მცირე, ერთად გაგვეხმოვანებინა ჩვენი საერთო განცხადება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით, ერთად ვიდგეთ. ასე რომ, ახლა სწორი გზით მივდივართ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მხრივ და მეც, პირადად, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პრორუსულ პარტიებზეც და განაცხადა, რომ მათი გავლენა მუდმივად იკლებს. მისი შეფასებით, პრორუსული ძალების დასუსტება ახალი ხელისუფლების მთავარი მიღწევაა. „რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, რომლებიც პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილნი, ასეთები გვყავს, მაგრამ მათი გავლენა მუდმივად იკლებს. 2012 წლამდე და 2012 წლიდან მცირე პერიოდის შემდგომ, პოლიტიკურ სისტემაში პრორუსული ძალების გაცილებით მაღალი გავლენა იყო და ამას შეიძლება ითქვას, კარგი მიზეზიც ჰქონდა, განსაკუთრებით, 2012 წლამდე. იმ პერიოდში, მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს პროევროპულ პარტიად წარმოადგენდა და ყოველდღიურად ხდებოდა წამება, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ბიზნესის ძარცვა. იმ ვითარებაში, როდესაც ასეთი დასავლური პარტია მსგავს საქციელს ჩადიოდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პროტესტი გაუჩნდა და პრორუსული სატელიტებიც გაიზარდა. ახლა, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტია არის პროდასავლური და დემოკრატიული, ვითარება ასევე გაუმჯობესებულია პრორუსული ძალების დასუსტების მხრივ, რაც, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების ერთერთი მთავარი მიღწევაა. ამ ფაქტის გამო, 2013 წელს 20 % ზე მეტი იყო მათი რაოდენობა, ვინც მხარს უჭერდა პრორუსულ პარტიებს და ახლა ეს მაჩვენებელი 10 %-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი კი ახალი ხელისუფლების პროდასავლური, დემოკრატიული და ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით მოხდა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პარლამენტი ახლა გაცილებით ძლიერია და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას გეგმავს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამის ერთერთი მთავარი გარანტორი საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება.

„პარლამენტი ახლა გაცილებით ძლიერია, წინა ორ წელთან შედარებითაც კი და მე ვეთანხმები ჩემს კოლეგა გიგა ბოკერიას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერებიც უნდა გავხდეთ. ჩვენ ასეც მოვიქცევით და მივაღწევთ მნიშვნელოვან პროგრესს მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ამის ერთერთი მთავარი გარანტორი იქნება ახალი კონსტიტუცია, რადგან ის ქვეყანას საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადაიყვანს, სადაც იქნება გაცილებით ძლიერი პარლამენტი და გაცილებით ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ამისთვის სპეციალური გარანტიები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ახალი ხელისუფლების ერთერთ მთავარ მიღწევად პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის თავისუფლება დაასახელა და დამსწრეებს შეახსენა, რომ 2012 წლამდე, ხელისუფლებას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად