კობახიძე: უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესზე თბილისის მერის ინიციატივას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს

"კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის შეცვლაზე საუბრობდა. 

"მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის.

ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა."-აცხადებს კობახიძე.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად