კობახიძე: ამ წლების განმავლობაში “ნაცმოძრაობას” ვეფერებოდით, არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს

“ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა მათ არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება ამ პოლიტიკურ ძალას”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა.

“ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ყველა ერთად მათ შორის ხელისუფლებაც და საზოგადოებაც რაღაცნაირად ვეფერებოდით, “ნაციონალურ მოძრაობას”, არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მას მტერი, ეს არის პრინციპული პოზიცია.

მტერს უნდა დაერქვას მტერი. ეს პოლიტიკული ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლამდე, ასეთია 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ ყველა კონკრეტულ ნაბიჯში. მათ შორის პარლამენტში, ერთი და მეორე განშოტოება, რომელიც წარმოადგენს “ნაცმოძორაობას” წარადგენდა ინიციატივებს, რომელიც აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს.

ჩვენ მათ ვეფერებოდით გვეშინოდა მათ არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერი გაკეთა 2012 წლამდე იმსთვის რომ რუსეთის ინტერესები ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ყოფილიყო რეალიზებული. ამის შედეგი იყო ორი რეგიონის ოკუპაცია, ათი ათსობით დევნილი..ნაცმოძრაობა არის მტერი!”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...