კობახიძე: ცილისწამებასთან დაკავშირებით თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ

“ცილისწამებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე უნდა ვიმსჯელოთ. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატივაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელზეც გუშინ პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ცილისწამება, არამედ ბილწსიტყვაობაც კი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.

“აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით. ბილწისტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,პრეზიდენტის განცხადებით, ცილისწამების კანონის ინიციატივაზე არასამთავრობოებთან და საზოგადოებასთან დისკუსიისთვის მზადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...