კობახიძე: თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება,ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ

თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

” მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები და ამაზე ძალიან აქტიურად მიდის უკვე მუშაობა. მათ შორის, მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს.

თანდათანობით, სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და ასევე, რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რაც უნდა აისახოს, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე, რომელსაც მიაწვდის ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებას, ანუ, კადრები – ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი და ასევე, უფლებამოსილებების და რესურსების გაფართოება და ყველა ამ მიმართულებით წარიმართება აქტიური მუშაობა”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად