კობახიძე: თუ საუბარია “ნაცმოძრაობასთან” კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„გიორგი მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეებში, ის ცდილობს რაღაცნაირად, თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებით, კუდი მოიქნიოს – ეს არ არის ღირსეული საქციელი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაცმოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რა იგულისხმება ამაში, არ ვიცი, ანუ, რას გულისხმობს პრეზიდენტი”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა.

„რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას მოვუწოდებ, ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მინიჭებული“-,აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად