კობახიძე: “დაიცავი საქართველო” 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, იმ შემთვევაში თუ მოძრაობა “დაიცავი საქართველო” პარტიად ჩამოყალიბებდა, აქვს თუ არა მას შანსი, არჩევნებში ბარიერი გადალახოს?

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ ახალი პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...