კობახიძე: თუ არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მათ იმოქმედონ კანონის შესაბამისად

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

“მოვუწდებთ ყველას. იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თუ ისინი არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ მათი იმოქმედონ კანონის შესაბამისად. მთავარია კანონის უზრუნველყოფა და განხორციელება.

ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიანი გამატვის თავისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თუმცა ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს. აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

პირდაპირ კანონში შავი თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს და აქედან გამომდინარე, აქ არის საუბარი არა რიგით ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე, აქ ძალიან მნიშნელოვანი და აუცილებელია კანონის აღსრულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად