კობახიძე: თუ 76 დეპუტატი ფიზიკურად პარლამენტის სხდომას არ დაესწრება, კენჭისყრა არ ჩატარდება

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვორუმის პრობლემას გამოეხმაურა და განმარტა, რომ არცერთ დეპუტატს სხდომაზე დასწრება არ ჩაეთვლება, თუკი რეგისტრაციის მომენტში, სხდომათა დარბაზში ფიზიკურად არ იმყოფება.

"პლენარულ სხდომაზე დასწრების მაჩვენებელი მაინც და მაინც სახარბიელო არ არის, რის გამოც, კენჭისყრა ისეთ დროს არცერთ შემთხვევაში არ ჩატარდება, როცა საქართველოს პარლამენტის სხდომას 76 დეპუტატი ფიზიკურად არ დაესწრება. ეს არის ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...