კობახიძე: ტელევიზიებისთვის გადასახადის გადახდის მოთხოვნა როგორ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად, ეს არ ვიცი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე ტელევიზიების მიმართ განსხვავებული მიდგომა დაუშვებელია.

„გადასახადის გადახდის მოთხოვნა როგორ შეიძლება შეფასდეს ზეწოლად, ეს არ ვიცი. მიდგომა იქნება თანაბარი როგორც ერთი, ისე მეორე და ისე მესამე ტელევიზიის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ ტელემაუწყებლების დავალიანებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად