კობახიძე ჭიათურის მაღაროელებზე: თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები შედის ჩიხში, მყისიერად ჩავერთვებით

“დამატებით ჩავერთვებით საქმეში და თუ საჭირო გახდა, ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები შედის ჩიხში”,-ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ჭიათურელ მაღაროელებთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევა.

“გვქონდა შეხვედრა მაღაროელებთან, როცა ვიყავით ჭიათურაში გენერალურ მდივანთან და პოლიტიკურ მდივანთან ერთად. ჩვენ დავპირდით მაშინ თანადგომას მაღაროელებს ამ მოლაპარაკებებში,რომელიც წარმოებს კომპანიასთან. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, თუმცა გრძელდება მოლაპარაკებები.

საჭიროების შემთხვევაში ჩვენ განვაცხადეთ მაშინაც და ვადასტურებთ, რომ დამატებით ჩავერთვებით საქმეში და თუ საჭირო გახდა, ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები შედის ჩიხში, მყისიერად ჩავერთვებით.

იმედი გვაქვს, ჯერ კიდევ რომ მოლაპარაკებები დასრულდება წარმატებით და მიაღწევენ კომპანია და მაღაროელები შეთანხმებას თუ ეს ვერ მოხერხდა ჩვენ აუცილებლად მყისიერად ჩავერთვებით საქმეში,“-ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...