კობახიძე: შსს-ს ხელკეტიც კი არ გამოუყენებია, სხეულის დაზიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა

„ხელკეტიც კი არ გამოუყენებია შსს-ს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. სხეულის დაზიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. შსს რბილად მოქმედებდა როგორც შიგნით, ისე გარეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების საჭიროება იმიტომ გახდა, შსს-ს იქ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტკული საშუალებების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. 

“საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლის დაცვას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარებული ღონისძიების შედეგად 1 ან 2 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. 

რა ინფორმაციაც ჩვენ შსს-სგან მოვისმინეთ, იქიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჩარევის მიზანი იყო ლეგიტიმური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული. 

რაც შეეხება იქ შესულთა პოლიციელების რაოდენობას, ესეც იყო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განხორციელებული. რაც ხდებოდა გარეთ, იქაც ჩარევა იყო არსებითად თანაზომიერი. ჩვენ ვუყურებდით საერთო შედეგი რა იყო, ხელკეტიც კი არ გამოუყენებია შსს-ს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. სხეულის დაზიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. სხეულის დაზიანება ჩვეულებრივი მოვლენაა ხოლმე ასეთ პროცესებში, თუმცა იმდენად რბილად მოქმედებდა შსს, როგორც შიგნით, ისე გარეთ, ამას ბევრი თვითმხილველიც ადასტურებდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების პროპორციულობის სულისკვეთებით.

რუსთაველის გამზირზე მანიფესტანტებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, რომ ჰქონოდათ შეკრების თავისუფლება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად