კობახიძე: შეუძლებელია ყველა მინისტრს ჰქონდეს იდეალური პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ შეუძლებელია საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტში ყველას ჰქონდეს იდეალური პოლიტიკა.

“ეს არის ცოცხალი პროცესი, ბუნებრივია შეუძლებელია რომელიმე ადამიანს და რომელიმე მინისტრს ჰქონდეს იდეალური პოლიტიკა, ეს არცერთ ქვეყანაში არ არის შესაძლებელი, ზოგადად არცერთ სამინისტროში, აქედან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს იმის ინტერესი, რომ დაიხვეწოს პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ამაზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს მუდმივ რეჟიმში. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი და ამაში პარლამენტიც უნდა იყოს ჩართული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...