A1 ბანერი

კობახიძე: შავგულიძე გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც მეტყველებს, რომ ადამიანებს პრინციპები არ აქვთ

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ., ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძე გამოდიოდა და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს, ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...