კობახიძე: სავარაუდოდ, დედაქალაქში 7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და და განმარტა, რომ ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად, წინასწარი მონახაზის მიხედვით, თბილისსა და სამ დიდ ქალაქზე დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გადანაწილდება, დანარჩენ შემთხვევაში კი, მთლიანობაში 20 მაჟორიტარული ოლქი იქნება

.„თბილისში ვფიქრობთ, რომ შვიდი საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რუსთავის შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ.  სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივია, არის ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად