კობახიძე: სამწუხაროდ, ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც იძლევა ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება, არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად