კობახიძე:სამწუხაროდ,არაერთი არა ეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში როგორც ამ მოწვევაში,ასევე წინა მოწვევებში

“ჩვენ არაერთი არა ეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ, როგორც ამ მოწვევაში, ასევე, წინა მოწვევებში” – ამის შესახებ ჟირნალისტებთან პატლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ეს არ არის, ზოგადად, უჩვეულო მოვლენა პარლამენტარიზმში, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს ყველაფერი. თუმცა, ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის რისკი. ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც ამ კუთხით შევიდა რეგლამენტში, მათ შორის, ამას უკავშირდება ეთიკის კოდექსის ამოქმედება და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს უკეთესი სურათის მიღებას საქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად