კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების დაახლოებით 80% არასამთავრობოებს და ექსპერტებს ეკუთვნის

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დაახლოებით 70-80%, რომელიც პროექტშია ასახული, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნის.

„ასეთი იყო სამუშაო პროცესი, რომელიც წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში – ძალიან ფართო ჩართულობით, ინკლუზიური ფორმით. ჩართულობის ასეთი მასშტაბი ჩვენს ხანმოკლე ისტორიას არ ახსოვს.

ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და რომელიც აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად