კობახიძე: “რუსთავი 2” კანონიერ მესაკუთრეს სააკაშვილმა მთელი საქართველოს თვალწინ წაართვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკააშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" კანონიერ მესაკუთრეს მთელი საქართველოს თვალწინ წაართავ: მის შესახებ ტელეკომპანია"იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯომარემა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

"ყველამ იცის, რა მოხდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თავის დროზე, როგორ გადადიოდა ერთ ხელიდან მეორე ხელში ეს ტელევიზია თავის დროზე და როგორ დაისაკუთრა მიხეილ სააკაშვილმა ეს ტელევიზია და დღემდე, ყველამ ვიცით აბსოლუტურად, რომ ეს ტელევიზია არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრება. ეს არის რეალობა. მთელი საქართველოს თვალწინ მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამ ტელევიზიის გადაფორმება და კანონიერ მესაკუთრეს, სააკაშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვა ეს ტელევიზია. ეს არის ჭეშმარიტება. და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ჭეშმარიტება ამოაყირავონ და სხვანაირად ჩააწერინონ ევროპარლამენტში ჩვენს კოლეგებს, რაც შეუძლებელია, ხომ? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილმა წაართვა კანონიერ მესაკუთრეს, ერთს, მეორეს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა მისი საკუთრების ქვეშ, გადაფორმებული აქვს ფორმალურად ეს ტელევიზია თავის მარჯვენა ხელებზე, ყარამანიშვილებზე, ნაყოფია გამოჩნდა.

ეს არის ჭეშმარიტება და ამისგან განსხვავებული, რაღაც ვირტუალური სინამდვილის ჩაწერას რომ ცდილობ შენ ევროპარლამენტის დასკვნაში, ამ დროს ზღვრები იკვეთება. ამაზეა საუბარი. რაც ხდებოდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და რაც არის სტატუს ქვო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ეს ყველამ იცის-საქმე არის სტრასბურგში, სტრასბურგი მიიღებს გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად