კობახიძე: როცა საქმე ეხება ივანიშვილის ქველმოქმედებას, ოპონენტებისგან ათას სისულელეს ვისმენთ

“როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებისკენ, ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეს ოპონენტების მხრიდან”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მინდა შევეხო წყალტუბოს თემას. უპრეცედენტო ინიციატივა იქნა გახმოვანებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებისკენ, ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეს ოპონენტების მხრიდან.

თუმცა, ამ შემთხვევაში მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის პროექტი, რომელსაც არა თუ არანაირი ხინჯი არ აქვს, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, წყალტუბოს უპრეცედენტო აღორძინებას, და ითვალისიწინებს წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის, უმაღლესი სტანდარტების კურორტად.

აქაც კი შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები, რომ მოეძებნად “არგუმენტები”., იმისათვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ოპონენტებს ჩვენი ქვეყანა არ უყვართ, არ უხარიათ არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე, და პირიქით, სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, და წარმატება. ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა მთლიანად სიცრუეზეა აგებული, განწირულია მხილებისთვის, წარუმატებლობისთვის, ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს სამშობლო და არც ღმერთის არ სწამს.”,-ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად