კობახიძე: რაც დღეს “ნაცმოძრაობამ” და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, კულმინაცია იყო

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რაც დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გააკეთეს, სინამდვილეში ახალი არაფერია.

“რაც დღეს “ნაცმოძრაობამ” და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს “შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ – ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ – სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...