კობახიძე: ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

“ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან.რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს. სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართული რამდენიმე საათიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არ არის და ოპონენტებს უნდათ ვითარების გამძაფრება.

„ყველაფერი კარგად იქნება, ბიუჯეტიც აუცილებლად იქნება მიღებული, კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდის ერთიანობა იყოს უზრუნველყოფილი. რიგგარეშე არჩევნებზე არავითარი საუბარი არაა. იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ოპონენტებს უნდათ ვითარების გამძაფრება. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან. რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს. სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად