კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების განახლებული სია პროცედურა-კრიტერიუმების გაწერის შემდეგ იქნება წარმოდგენილი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტიდან გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია.

მისი თქმით, შედგება სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეების არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. ამ პროცედურა-კრიტერიუმების გაწერის შემდეგ კი, წარმოდგენილი იქნება მოსამართლეობის კანდიდატების განახლებული სია.

რაც შეეხება ძველს სიას, კობახიძე განმარტავს, რომ შეიძლება მათი ნადიდატურები ფორმალური კენჭისყრით ჩააგდონ, ან კანონმდებლობის გარდამავალ დებულებაში შევიდეს ცვლილება.

“თითოეული ის კანდიდატი, რომელიც იქნება წარმოდგენილი საგაზაფხულო სესიისთვის, დაექვემდებარება იმ პროცედურასა და კრიტერიუმებს, რომლებიც იქნება გაწერილი, დანარჩენი არის მთლიანად ტექნიკური მხარე. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი ტექნიკურად, ეს არის მეორე მხარე, მთავარია პოლიტიკური ნება იმასთან დაკავშირებით, როგორც ახალი კანდიდატები, ასევე სავარაუდოდ ის კანდიდატები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი დეკემბერში, ერთიც და მეორეც დაექვემდებარება იმ პროცედურას და კრიტერიუმებს, რომლებიც იქნება გაწერილი ჩვენს მიერ.

რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება ამისთვის მოვიფიქროთ. განალხებისთვის შეიძლება იყოს ფორმალურად ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატების, შეიძლება იყოს კანონში გარდამავალი დებულების ცვლილებები, ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ მთავარია პოლიტკური ნება, ჯერ უნდა გაიწეროს პორცედურა-კრიტერიუმები, ამის საფუძელზე უნდა იყოს წარმოდგენილი განახლებული სია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...